სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ელიტურ სკოლა „გორდაში“ დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
02-03-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ღონისძიებით მიულოცეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი წარმოდგენით წარდგნენ და დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„დედისათვის ყველაზე დიდი საჩუქარი კარგი შვილია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა, დედები შვილების ნათქვამი ლექსით, მათი ცეკვითა და სიმღერით გაეხარებინათ. სწორედ რომ მზემ გაიცინა თითოეულ ბავშვში და დედიკოებისთვისაც ნამდვილი გაზაფხული დადგა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დარბაზი ბედნიერი დედების ღიმილით იყო სავსე, სცენაზე კი მე-4 , მე-3 კლასელების დეკლამაცია და 1-ელი, მე-2 კლასელების მღელვარე ხმები ცვლიდა ერთმანეთს. კულისებში კი არანაკლებ ღელავდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები: ინდირა აბაშიძე ( I ა); ნატალია დიმიტრაძე( I ბ); ნინო ლორთქიფანიძე ( II ა); მარიამ ღლონტი( II ბ); ანა ქილიფთარი ( III ა); სალომე სურმანიძე( III ბ); ნანა ჩხაიძე ( IVა-IVბ).

„ძვირფასო დედებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს! მადლობა ზეიმის ორგანიზატორებს: ინდირა აბაშიძეს, ნატა დიმიტრაძეს, ნინო ლორთქიფანიძეს, მარიამ ღლონტს, ანა ქილიფთარს, სალომე სურმანიძესა და ნანა ჩხაიძეს.
გეხაროთ თქვენი შვილებითა და შვილებზე არანაკლებ საყვარელი მოსწავლეებით!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება