| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
სკოლა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი ახალგაზრდებს ბუნების დაცვის აუცილებლობასა და ამ საქმეში თითოეული ადამიანის როლზე ესაუბრა.
XI კლასის მოსწავლეთა ინიციატივით VI, VII, VIII, IX, X კლასის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს და ხეები და ყვავილები დარგეს.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მასწავლებლები.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს