სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კათედრის წევრი მასწავლებლების ვალდებულებები - რა ევალება თითოეულ პედაგოგს თანამშრომლობის ფარგლებში?
09-03-2023
-
+


სკოლაში საგნობრივი კათედრები სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. კათედრის წევრების თანამშრომლობა დადებითად აისახება როგორც თავად მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე -  მოსწავლეთა შედეგებზე.

მნიშვნელოვანია, სკოლაში კათედრები ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. სკოლის ხელმძღვანელმა კი კათედრების მუშაობას ხელი უნდა შეუწყოს.

თუ პედაგოგი დაინტერესებულია, რომ მისი მოსწავლეები მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩეოდნენ და ამავდროულად, გააუმჯობესოს კლასის მართვის სტრატეგიები, ის კათედრის წევრებთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს.

სკოლაში რომ თანამშრომლობითი კულტურა მნიშვნელოვანია, ყველა პედაგოგისთვის ცხადია, თუმცა ეს ორმაგად ევალებათ კათედრის წევრებს. მათ შორის ურთიერთობა მხოლოდ სხდომაზე შეხვედრით არ შემოიფარგლება. კათედრის წევრების თანამშრომლობითი კულტურა ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა ჩანდეს. კათედრაზე გაერთიანებულმა პედაგოგებმა უნდა გააანალიზონ თითოეული მოსწავლის შედეგები და ეცადონ, ერთობლივად იპოვონ მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. კათედრის წევრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება