სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბელის საჯარო სკოლაში მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
20-02-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.

მათ შორის, 17 თებერვალს, სკოლაში სატელევიზიო შოუს - „მელომანი“ იმიტირებით მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში მე-6, მე-8, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შოუ ექვსი სხვადასხვა ტურისგან შედგებოდა, სადაც ბევრი მხიარულება, სიმღერა, ცეკვა, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა, ბევრი ღიმილი და ურთიერთსიყვარული იყო. შოუს მსვლელობისას ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

„შოუ შედგებოდა 3 გუნდისაგან, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით დაიყო - ბორბალი დავატრიალეთ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ტურებს შორის მოსწავლეები მესამეკლასელებმა გაამხნევეს, მათ ინგლისურ ენაზე სიმღერა - „WE ARE THE WORLD, WE ARE THE CHILDREN“ შეასრულეს.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ღონისძიების მომზადებაში. 

„მადლობა ყველა მოსწავლეს, ყველას ვინც თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა ამ შოუს მომზადებისათვის, მადლობა მათ ვინც არ დაიზარეს კომპლიმენტი, ღიმილი და აპლოდისმენტი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება