სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლისკენ მიმავალ ბილიკებს მოსწავლე გიორგი მარგველანი ყოველდღე „ლაშქრავს“
20-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლე გიორგი მარგველანი ყოველდღე უდიდესი სიხარულითა და ენთუზიაზმით მიდის. 

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთში დიდი თოვლი მოვიდა, გიორგი სკოლაში ისევ მოკლე ციცაბო ბილიკებით დადის. ყოველ ჯერზე მას თვალს დედა ადევნებს, რომელიც სამანქანო გზით, ავტომობილით მიჰყვება. 

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველანი მანქანით გადაადგილებაზე უარს ამბობს ხოლმე, მას ციცაბო გზების „დალაშქვრა“ ურჩევნია. 

„მთამსვლელი (ჯერ) არ არის!

ეს გიორგი მარგველანია - მეხუთეკლასელი - ზედმეტი არც სიტყვები და არც ემოციები საჭირო სულაც არ არის, მხოლოდ ის არის საინტერესო მსგავსი დათოვლილი მთებიდან საქართველოში რამდენი მოსწავლე ჩამოდის, რათა გაკვეთილებს მიუსწროს?

ალბათ, კიდევ არიან, მაგრამ, ცოტანი, და მათ სიაშია გიორგიც...

ვინ იცის, თუ ვინ გამოვა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, გონიერი ბიჭი ცხოვრებაში არ დაიბნევა, ამას მის მის მიერ ყოველდილას გამოვლილი თოვლიანი მთები და ბილიკები ადასტურებს...

ღმერთმა ქნას, ეს შრომა, მოწადინება, დაუზარელობა და მოწესრიგებულობა ბოლომდე შერჩეს...

ხოლო ის, თუ როგორი გზებით მოდის სკოლაში, რათა არ დააგვიანოს და სინანულით როგორ ეუბნება მასწავლებელს: „აუ, მგონი მოგვასწრეს“!... ან, პირიქით - სიხარულით: „მგონი, ისევ პირველები მოვედით“... ისედაც არასდროს დაავიწყდება...

ასეთ გზას ყოველდილას რომ გადიოდეთ, თქვენ დაგავიწყდებოდათ?

წარმატებები გიორგი!

სურათებზე წერტილებივით მოჩანს გიორგი, იმიტომ, რომ ახლოდან გადაღება არ ხერხდება, ციცაბო ბილიკზე, მხოლოდ ერთი ადამიანი თუ გაივლის, და იქ გიორგია.
და ეს მაშინ, როცა გიორგი მთით მოდის „დედიკოს პერსონალური მანქანა გიორგისათვის“, გზას ნელ-ნელა მოუყვება და მთაზე მიმავალ შვილს დედა თვალს არ აცილებს... ბიჭს სწორედ მთით-მოკლე გზით სიარული ურჩევნია თუ ყოველდღე არა, ხანდახან მაინც დედიკოს ბუზღუნს „რა გრჯის“ - ყურადღებას არ აქცევს,- გვიყვება მე-10 კლასის მოსწავლე მარინა მარგველანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება