სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი ლამპრობის დღესასწაულის შესახებ გვიყვება
20-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციული დღესასწაულების შესახებ ბევრი იციან. 

რამდენიმე დღის წინ სვანეთში ლამპრობა გაიმართა, რის შესახებაც მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი მარგველანი წერს. ის დღესასწაულის ისტორიას ყვება და მის მიმდინარეობას აღწერს.

„პირველი ინფორმაცია ლამპრობის შესახებ, როგორც ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად, "ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება. ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) მთელ საქართველოში გავრცელებული წარმართულ-კულტური ტრადიცია ყოფილა, თუმცა რიტუალს პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეუნარჩუნდა და უკავშირდება მირქმის ქრისტიანულ დღესასწაულს..

ლამპრობისთვის სვანეთში საგანგებოდ ემზადებიან: არყის ხისგან გამოთლილ „სანთლებს“ - წინასწარ ღუმელზე აშრობენ. „სანთელი“ პირველ რიგში იმდენი იჭრება, რამდენი ქუდის „დამხურავი“ - ანუ მამაკაცია სახლში... ხოლო შემდეგ მას ოჯახიდან იმქვეყნად წასულების სახელზე გამოთლილი „სანთლებიც“ ემატება.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მაშინ როცა აქ ბევრი იყვნენ, ბავშვების ჟივილ-ხივილი ავსებდა ეზოებს. ისინი ყოველ ოჯახში შედიოდნენ ლოცავდნენ მათ, მიცველებულებს იმქვეყნიურ სიმშვიდეს უსურვებდნენ და იქაც და აქაც  - მასპინძლებს და მათგან წასულებისთვის კეთილდღეობას სთხოვდნენ უფალს... მადლიერი მასპინძლები „მიმლოცველებს“ ათასი ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ, მეტიც, თან ატანდნენ და საგანგებოდ  მოტანილი ზურგჩანთები ივსებოდა ხორაგით, რომელიც ბოლოს პატიოსნად ან ნაწილდებოდა, ან იქვე მიირთმევდნენ პატარები, რომლებსაც ხანდახან უფროსები ხვდებოდნენ და „ხორაგის წართმევის ცერემონიალი“ იმართებოდა... უფრო ხშირად ბავშვები იმარჯვებდნენ, მათი ხელიდან ზურგჩანთის წართმევა შეუძლებელი ხდებოდა და თუ მაინც მოერეოდნენ, ბოლოს, ცხადია, უკანვე უბრუნებდნენ „დამარცხებულებს“, რომელთა ძლიერების „გამოსაცდელადაც იმართებოდა ის „შერკინებაც“... ამ დღეს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდა, მოლხენა და მხიარულება საყოველთაო იყო.
ამ სურათებზე კალის სოფელ-უბან დაუბერსი ლამპრობის აღნიშვნაა ასახული“,- წერს მოსწავლე გიორგი მარგველანი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება