| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.
2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრში ფუნქციონირებს ინგლისური ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კლუბი English for all, სადაც გაერთიანებული არიან მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები.
კლუბს პედაგოგები - ელენა კაპანაძე და მაკა გოგოლაძე ხელმძღვანელობენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მუშაობა ხელს შეუწყობს წერა-კითხვის უნარების განვითარებას, ლექსიკური ერთეულების შესწავლას, საგნისადმი მეტ დაინტერესებას, საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენას. მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავებას.
საკლუბო მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა.
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი წითელქუდა (Litlle Reding hood), თარგმნეს ის და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა უნდა შექმნან ილუსტრირებული წიგნი და დადგან სცენარი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ