სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპიუტერული მეცნიერებისა და რობოტექნიკის პედაგოგს უმასპინძლეს
17-02-2023
-
+


საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს.

11 თებერვალს, სკოლას კომპიუტერული მეცნიერების და რობოტექნიკის პედაგოგი, ტრენერი, როკო აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ბატონი დავით ნოზაძე ეწვია. 

პედაგოგი და ტრენერი სკოლაში ტექნოლოგიების მასწავლებელმა, ფატი ჩხიკვიშვილმა მიიწვია. 

შეხვედრა იყო ინტერაქტიული. სტუმარმა მოსწავლეებთან ისაუბრა რობოტექნიკის თანამედროვე მიდგომებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საკითხების განხილვაში, შემდეგ ააწყვეს რობოტები და შეამოწმეს მათი მუშაობა. შეხვედრის მესამე ეტაპზე ჩატარდა შეჯიბრება მოსწავლეებს შორის მათ მიერ აწყობილი რობოტების მართვაში.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სტუმარმა დააჯილდოვა ორიგინალური საჩუქრით - ისინი „მოინახულებენ“, „გაიცნობენ“ და „გაესაუბრებიან“ საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მაღტექნოლოგიურ რობოტს.

სკოლის დირექცია დავით ნოზაძესა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდის. 

„მადლობა ბატონ დავითს და ფატი მასწავლებელს ასეთი კრეატიული და საინტერესო დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება