სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსაზღვროა ჩვენი ტკივილი“ - ჩაქვის N2 საჯარო სკოლა პედაგოგ გულისა გაბაიძეს ემშვიდობება 
15-02-2023
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯაროს სკოლა პედაგოგ გულისა გაბაიძეს გლოვობს. 

სასკოლო საზოგადოება მათემატიკის მასწავლებლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

„ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექცია, ტექპერსონალი, მასწავლებლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის მოულოდნელი, ტრაგიკული დაღუპვის გამო...

გულისა გაბაიძე -  ჩვენივე სკოლის აღზრდილი, 2000 წლიდან მუშაობდა ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. განსაკუთრებული და განუმეორებელი თვისებებით შემკული, კოლექტივში სითბოსა და პოზიტივის შემომტანი, სიკეთითა და ერთგულებით დაჯილდოებული, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი, ბავშვების მოსიყვარულე და გვერდითმდგომი - ასეთი იყო  ჩვენი გულისა მასწავლებელი... სამი შვილის დედა, მეოთხე ანგელოზის ხილვას ვეღარ მოესწრო ისე გადასახლდა მარადიულ სასუფეველში...უსაზღვროა ჩვენი ტკივილი....  თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა მათგანს ვინაც გულთან მიიტანა ეს დიდი ტრაგედია“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს პედაგოგის ოჯახსა და სკოლას. 

გულისა გაბაიძე ბათუმში, სამშობიარო გართულებებით გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება