სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ელიტური სკოლა „გორდასა“ და საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეთა შთამბეჭდავი კულტურულ-საგანმანათლებლო ტური პარიზსა და ბრიუსელში
15-02-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდა“ და ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზი“ მიმართულნი არიან მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩართონ და მოზარდებს მსოფლიო დონის განათლება მისცენ.

ამავე მიზნით, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეები, პარტნიორი სკოლა „ფარნავაზის“ თანამონაწილეობით, კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, პარიზსა და ბრიუსელში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის პერიოდში მონაწილეები ეწვივნენ:

• გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO); • ევროპულ პარლამენტს;
• ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტს;
• ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობას.

მონაწილეები დაესწრნენ:

• UNESCO-ში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის როლის თაობაზე მშვიდობის მიღწევის პროცესში;
• ევროპარლამენტში გამართულ სემინარს, ევროპული ინსტიტუციების საქმიანობის შესახებ;
• ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ სემინარს, ევროპაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივების შესახებ;
• ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში გამართულ სემინარს-საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საფეხმავლო ტურის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს ლუვრის მუზეუმში, ვერსალის სასახლესა და პარიზის ისტორიულ ადგილებში.

გარდა ოფიციალური აქტივობებისა, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფალი დრო გაეტარებინათ პარიზის დისნეილენდში.

პროექტი წარმოადგენს სკოლისგარეშე აქტივობას, რომელიც ეფუძნება პროექტული სწავლებისა და არაფორმალური განათლების პრინციპებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

პროექტი მომზადდა საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება