სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯანსაღად კვების გაკვეთილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში 
14-02-2023
-
+


 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ პროექტს, აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, მეოთხე კლასში ჯანსაღი კვების გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მსვლელობაში დამრიგებელი, ნატალია ხაჩატუროვა და მეოთხე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მოამზადეს ჯანსაღი საკვები და ისაუბრეს სკოლაში კვების მნიშვნელობაზე.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებისთვის ჯანსაღი კვებითი ჩვევების ადრეული ასაკიდანვე სწავლება უმნიშვნელოვანესია. 

„ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას მრავალი გრძელვადიანი სარგებელი აქვს. პირველ რიგში, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა. ჯანსაღი კვება აბალანსებს მათ ენერგიას. ბავშვები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ხშირად უენერგიოდ არიან, ან პირიქით, ახასიათებთ ენერგიის მატება და აღგზნებადობა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი კვების რაციონი დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებისგან შედგება. ასეთი ჩვევების ბავშვობიდანვე დანერგვის შემთხვევაში, მათ ზრდასრულ ასაკშიც სწორი დამოკიდებულება ექნებათ საკვების მიმართ. შესაბამისად, ნაკლებად შეაწუხებთ ზედმეტი წონა და არასწორი კვებით გამოწვეული სხვა პრობლემები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება