სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა „წერილი ადამიანს, რომელიც დაუდევრად ექცევა ბუნებას“
14-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები და პრეზენტაციები იმართება. პედაგოგები მათ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-5 კლასში (ხელმძღვანელი მანანა წულაია, საგნის მასწავლებელი-დოდო ხაჩიძე) სასწავლო პროექტის - „ბუნების დაცვა ჩვენი ვალია“, ფარგლებში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა კლასში აღნიშნული პრეზენტაცია - ვაჟა-ფშაველას მოთხრობა - „იას“ შესწავლის შემდეგ წარადგინეს.

როგორც სკოლაში  აღნიშნავენ, კლასში მოსწავლეებმა წარმოადგინეს - „წერილი ადამიანს, რომელიც დაუდევრად ექცევა ბუნებას“.

„მოსწავლეებმა თავიანთი წერილებით ადამიანებს შეახსენეს, როგორ უყვართ ბუნების შვილებს სიცოცხლე, როგორი ურთიერთობები აქვთ, როგორ განიცდიან, რაზე ფიქრობენ, როგორ სტკივათ და უხარიათ. გამოკვეთეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნება ჩვენთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა შექმნეს თემატური ნახატები, პრეზენტაციაზე გამოიყენეს დამაჯერებელი და ემოციური წინადადებები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება ბუნების დაცვის აუცილებლობაში დაარწმუნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პრეზნეტაციაზე მუშაობისას ასევე გაითვალისწინეს წერილის ჟანრული მახასიათებლები, განუვითარდათ წერილობითი კომუნიკაციის, პირადი წერილის ტექსტის შექმნის, ფანტაზიის, ერთმანეთის მოსმენისა და მსჯელობის უნარები.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც მოსწავლეებს მოუსმინა, მათი ნაშრომები დადებითად შეაფასა და შეახსენა, რომ თუ ბუნებას გავუფრთხილდებით თავიდან ავიცილებთ ეკოლოგიურ საფრთხეს, ამიტომ ყველა ადამიანი ვალდებულია, იზრუნოს გარემომცველ სამყაროზე და დაიცვას ის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება