| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N60 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.
ამის ერთ-ერთი მაგალითია მე-2 ბ კლასში გამართული აქცია - „საპნის ბუშტები და მიკრობები“. აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო, სახალისო ნიღბები მოირგეს, შემდგომ კი მიკრობებისა და საპნის ბუშტების იმიტირებით მასწავლებელთან - მარიამ მიგრიაულთან ერთად, ყველა კლასი შემოიარეს.
ბავშვებმა აქტივობის მეშვეობით გაიაზრეს მიკრობების მავნებლობა და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ხელების საპნით გასუფთავებას.
მათ თანასკოლელები გამოკითხეს და ურჩიეს, რომ საპნით დაიბანონ ხელები.
მოსწავლეთათვის აღნიშნული დღე სახალისო, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ