| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, III თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, სასწავლო პროცესში ყველა საკლასო აქტივობა თუ საშინაო დავალება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - რომ მოსწავლემ შეასრულოს კომპლექსური დავალება, რადგან მხოლოდ კომპლექსური დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას.
ზესტაფონის მე-5 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა ებანოიძემ და Xბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი რადა სადილოვა), წარადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „მსოფლიოს დემოგრაფიული პოლიტიკა- ქალთა უფლებების მცველი“.
„სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო ხდება მაშინ, თუ ის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს ეფუძნება, რომელსაც კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ამიტომაც თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, არა მარტო მოსწავლეებში, არამედ სასკოლო თემის წარმომადგენელბშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ზესტაფონის მერიის წარმომადგენელი, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სოფო კოპალიანი და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები. მოსწავლეთა პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სოფო კოპალიანმა მოსწავლეები მიიწვია მერიაში, ფართო საზოგადოების წინაშე აღნიშნული თემის წარდგენის მიზნით.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ