| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, კონკურსი თუ პროექტი ტარდება.
მათ შორის, სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. კონკურსი წარიმართა მე-10-მე-11-მე-12 და, ასევე, მე-7-მე-8-მე-9 კლასებს შორის. შეხვედრა 1-ელ თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის დირექცია მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებს ხშირად სთავაზობს.
„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების სკოლა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, აქ შირად ტარდება შიდასასკოლო ღონისძიებები, მოსწავლეები გამოირჩევიან აქიურობითა და ინტერესით ყველა საგნის მიმართ, სკოლის დირექციაც მხას უჭერს მათ და აქტიურ მოსწავლეებს წახალსების მიზნთ, ფასიანი საჩუქრებით სიგელებითა და დიპლომებით აჯილდებს, თუმცაღა ამ სკოლაში ყველა აქტიური მსწავლეა, ეს კი დიდი სტიმულის მიმცემია მოსწავლე -მასწავლებლებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეები მადლობას უცხადებენ სკოლის დირექტორს თემურ მიქელაძეს თანადგომისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ