სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლაში ფოლკლორის საღამო ჩაატარეს
23-04-2018
-
+


სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით, ფოლკლორის საღამო ჩაატარეს.

საღამოს რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამეგრელოს ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავება, მოსწავლეებისთვის ახსნა თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია მეგრული ენა, რათა დავიწყებას არ მიეცეს ძველი ავტორმთქმელთა სახელები, მეგრული ადათ-წესები და მრავალხმიანი მეგრული სიმღერები.

მოსწავლეებმა სამეგრელოს ყოფა-ცხოვრება და მათი ადათ- წესები წარმოადგინეს, ისაუბრეს სამეგრელოს ისტორიისა და მეგრული ენის შესახებ. 

სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები და ძველ ავტორ-მთქმელთა მიერ შექმნილი ნიმუშები. მოიძიეს შელოცვები და ბებია-ბაბუების გამოცანები. ასევე წარმოადგინეს ცეკვები, რომელიც სამეგრელოს ყოველდღიურ ცოვრებას ასახავდა.

მოსწავლეებმა ქართველი საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და აკაკი შანიძის სამეგრელოსა და მეგრული ენის შესახებ დაწერილი გამონათქვამები წაიკითხეს. 

„მოსწავლეთა საშემსრულებლო ნიჭიერება ზეიმობდა სცენაზე. დახვეწილი მეტყველება, პატარა მსახიობების გრძნობებით გამოხატული და გადმოცემული ვერბალური თუ არავერბალური სცენები, ყველაზე რთული შესასრულებელი  მრავალხმიანი მეგრული სიმღერები და ა.შ. დარბაზში კი სამეგრელოსთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო  საოცრად ლამაზად იყო წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს  მშობელთა ჩართულობა ამ ღონისძიებაში.  ეს იყო შესანიშნავი ნიმუში მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობისა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება