სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილს სამინისტრომ გრიფი შეუწყვიტა - ბრძანება
13-02-2023
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მოხდება დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება, ამჟამად მოქმედ სახელმძღვანელოებს კი შეუწყდებათ გრიფი.

„ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში გამოყენებულ იქნეს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ მომენტიდან ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარატების საფუძველზე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შეუწყდეთ გრიფის მოქმედების ვადა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

გამონაკლისია მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ პირველი კლასისთვის - აღნიშნულ სახელმძღანელოს „გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენის“  განახლებული ვერსიისთვის სამინისტროს მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება