| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში კლასგარეშე მუშაობა აქტიურად გრძელდება.
სკოლაში წიგნზე - „ცოდნის ყულაბა“ დაყრდნობით, ვიქტორინის II ტური გაიმართა.
ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინა ერთ-ერთი სახალისო, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული და მამოტივირებელი აქტივობაა. ვიქტორინისთვის მზადება, მეცადინეობა მოსწავლეს უვითარებს წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ხოლო თავად ვიქტორინა, მოსწავლეებს უქმნის კონკურენტულ გარემოს და დააფიქრებს საკუთარ შესაძლებლობებზე, ძლიერსა და სუსტ მხარეზე.
„წიგნი - „ცოდნის ყულაბა“ საკონკურსო წიგნია, რომელიც შედგენილია მრავალფეროვანი დახურული ტესტებით და დაკომპლექტებულია კლასების მიხედვით. წიგნი 2 ნაწილად გამოიცემა: I ნაწილი I-VI კლასებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო II ნაწილი VII-X კლასებისთვის. წიგნი დამატებითი დამხმარე რესურსია სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიქტორინას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლია გორგაძე და ნინო ქამაშიძე.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ