სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს
13-02-2023
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიება ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.

8 თებერვალს, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მაგდა ბაქრაძის ხელმძღვანელობით, ინფორმაციული, შემეცნებითი და შემოქმედებითი საღამო მოაწყვეს.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და მის როლზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის მმართველობა და ქართველი ერის წინაშე მისი ღვაწლი შეაფასეს.

„მესიის მახვილი“, „მზეი ქრისტიანობისაი“, „ძლევაი საკვირველი“ - ეს ფრაზები ისმოდა 8 თებერვალს სოფელ რიონის საჯარო სკოლის სცენიდან.  მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს დავითის „ერთიანი საქართველოს“ იდეა, მის მიერ გადახდილი ბრძოლები და დასასრულს  გულიდან ამოსული სიტყვები გვითხრეს -  „იმერლების იმერლობა კიარა, გურულების გურულობა კიარა, ქართლელების ქართლელობა კიარა, ქართველების  ერთად ყოფნა დაგვილოცე ღმერთო“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება