სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლის მასწავლებლები მეექვსეკლასელ ლიზი გოგსაძესა და მეოთხეკლასელ ნიკოლოზ გოგსაძეს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ
13-02-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მხოლოდ 2 მოსწავლეა, მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, მოსწავლეებმა დავითობის დღესასწაული აღნიშნეს. მათ ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე ისაუბრეს, დიდი მეფის მმართველობა და რეფორმები შეაფასეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ასევე სანთლებიც დაანთეს, „მამაო ჩვენო“ წარმოთქვეს და დავით მეფის ხსოვანს პატივი მიაგეს. 

მოსწავლლეებს არც წიგნის კითხვის მსოფლიო დღე გამორჩენიათ, წიგნიერების დღესასწაულს მათ საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

რადგან სკოლაში პროექტი - „ჩვენ და გარემო“ ხორციელდება წასაკითხად შეირჩა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „მუხა“.

მე-6 კლასის მოსწავლემ, ლიზი გოგსაძემ და მეოთხეკლასელმა - ნიკოლოზ გოგსაძემ ლექსები ხმამაღლა წაიკითხეს. ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად მოთხრობის პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს - დაგმეს ბუნების მიმართ დაუდევარი ქცევა და მომხმარებლური დამოკიდებულება.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ყველასგან მიტოვებულ მოხუც მუხაზე გამახვილდა. მის მიმართ მოსწავლეებმა თანაგრძნობა გამოხატეს - წარმოიდგინეს როგორი იქნებოდა ის ახალგაზრდობაში, ამიტომ გადაწყვიტეს ძლიერი, ახალგაზრდა და არა დაბეჩავებულისა და ყველასგან მივიწყებული ხის დახატვა.

„ლიზიმ ესე - „რა მომცა წიგნის კითხვის დღემ“ მოამზადა. ბავშვებმა რამდენიმე დღეში თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია წარადგინეს და პედაგოგთა მოწონება დაიმსახურეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისაა და ცოდნის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭიჭინაძე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება