სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება და ფუნქციები კანონით განისაზღვრა 
19-11-2025
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები კანონით არის განსაზღვრული. სწორედ საბჭო არჩევს ცენტრის დირექტორთა კანდიდატს, რომლიც დასამტკიცებლად შემდგომ პრემიერ-მინისტრს წარედგინება.

ამასთა, საკოორდინაციო საბჭო:

ა) განიხილავს და ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო და სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებების შესახებ;

ბ) განიხილავს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

გ) განიხილავს ცენტრის სტრატეგიული გეგმის, სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს, ცენტრის საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის პროექტებს;

დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს, მათ შორის - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ განხორციელებულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს;

ე) განიხილავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს ცენტრის საქმიანობის ინტერნაციონალიზაციისთვის;

ვ) განიხილავს ცენტრის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების შედეგებს და ცენტრის საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ზ) განიხილავს ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს;

თ) განიხილავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტს;

ი) განიხილავს ცენტრის შიდა აუდიტის ანგარიშებს;

კ) მონაწილეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესებში;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

მ) შეარჩევს ცენტრის დირექტორობის კანდიდატ(ებ)ს და წარუდგენს მინისტრს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად;

ნ) მონაწილეობს ცენტრის დირექტორის გათავისუფლების პროცესში;

ო) ქმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების, დირექტორის, დირექტორის მოადგილის, აუდიტის სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შემსწავლელ ეთიკის კომისიას, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება