სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვებრძვით კიბერბულინგს!“ - მედანის თემის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
09-02-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში განხორციელდა სოციალური პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვებრძვით კიბერბულინგს“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო კიბერბულინგის თემაზე ცნობიერების ამაღლება თემის და სკოლის საზოგადოებაში, რადგან დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას საზოგადოების წინაშე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, შედგა შეხვედრა წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროს ინსპექტორ ნანა ქვარცხავასთან. მოწვეულმა სტუმარმა ბავშვებთან ისაუბრა აღნიშნულ პრობლემაზე. საუბრის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც ძალიან საინტერესო იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.

შემდეგი აქტივობა გახლდათ თემის საზოგადოებაში გასვლა, რათა მოზარდებს დაერიგებინათ ამ თემაზე შექმნილი ბუკლეტები. ამავე საკითხზე გამოუშვეს კედლის გაზეთი, რომელშიც მოსწავლეებმა განათავსეს ინფორმაცია, თუ როგორ ებრძოლონ და როგორ მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში.

გაზეთში ასევე აისახა რჩევები მშობლებისა და ბავშვებისთვის პრევენციული ზომების მისაღებად, რათა არ გახდნენ კიბერბულინგის მსხვერპლი.

პროექტს მასწავლებლები: ირმა ჩალიგავა, ცირა სალია და სოფიკო მიქენაია ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება