სიახლეები
სკოლები

„მთავარია, გეგი სკოლაში დადის!“ - კალის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ქეთევან ჩემიას ემოციური ჩანახატი
09-02-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია საინტერესო ჩანახატებს გვიზიარებს. მასწავლებელმა ამჯერად, კალის თემის სოფლები აღწერა და გვიჩვენა თუ რაოდენ რთულია დიდთოვლობის დროს მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრება. ჩანაწერში ის მთავარი პერსონაჟის, გეგის შესახებ გვიყვება, რომელმაც დიდთოვლობის მიუხედავად, სკოლაში ყოველდღიური სიარული განაახლა.

გთავაზობთ პედაგოგ ქეთევან ჩემიას საინტერესო და ემოციურ ჩანახატს - „მთავარია, გეგი სკოლაში დადის!“

კალის თემში 6 სოფელია: ლალხორალი, დავბერი - (იქნებ დაუბერი? - როგორც კი იქ მოხვდები - ცხვირ-პირში ნიავი მოგელამუნრება - დაუბერავს, მაგრამ ადგილობრივების თქმით, აქ ბერს, დაუს უცხოვრია და მის საპატივისცემლოდ დაურქმევიათ სახელი... ვინ იცის? იქნებ?), ვიჩნაში, იფრარი (იგივე იფრალი), ხალდე, ხე და ორი ნასოფლარი ლასკრალი და აგრაი - ხარძიანების ნასახლარი მაღალ მთაზე.

იფრარი (იფრალი) ამ საოცარ სვანეთში „საოცრებათა შორის საოცარი“ სოფელი იქნებოდა, ცხადია მოგზაურებისთვის, მაგრამ არა ადგილობრივებისთვის, რადგან მათთვის ეს „ცის კიდემდე“ მისასვლელია, რომლის სირთულე აქ ყველაზე კარგად იციან ისევე, როგორც ის, თუ რა წარმოუდგენლად ლამაზი ხედებია აქედან უშბაზე, თეთნულდზე, შხარაზე და ადიშის მყინვარზე...

დაკლაკნილ ბილიკს მივემართებით ისტორიულ სოფელ სოფელ იფრარში...
რატომ ისტორიულში?
იქნებ თავად სვანებიდან გვითხრას ვინმემ?
მყავს ამაზე მოსაუბრეც, მაგრამ ადგილზე არ არის...
მოვა მისი საუბრის დროც...
ადგილობრივების გადმოცემულ ამბებს დასასრული არ აქვს, მაგრამ რა
უფრო ახლოა რეალობასთან ვინ იცის?
არავინ...

მივდივართ, გეგი პირველი - ადგილობრივი „აბორიგენი“; გიორგი და ნაზი მარგველანდები ოდნავ ქვედა სოფელ დაუბერიდან და იმ გზას, რომელსაც გეგი სულ რაღაც 25 წუთში ფარავს, ჩვენ საათ-ნახევარი მივუყვებით... ჩვენი „კუს ნაბიჯებით“ სიარულის გამო „ნერვებს ვუშლით“ გეგის. ღირდა წამოსვლა... ბავშვი სკოლას რატომ აცდენს-მეთქი, გეგის მშობლებთან საჩხუბრად რომ ვიყავი
წამოსული, საერთოდ დამავიწყდა და სულ ფერებ-ფერებით დავემშვიდობე... აქ უბრალოდ ცხოვრებაც - უსაშველოდ დიდი გმირობაა... ამიტომაც პირველების ეს ოჯახი ერთადერთია აქ ზამთარში... ზაფხულში? - ზაფხულში ვნახავ...

ისე, მთავარი სათქმელი არ დამვიწყებია და წელში გამართული მივუყვებით უკან გზას, საიდანაც ადგილობრივი სვანური კოშკები ხელისგულივით მოჩანს ისევე, როგორც წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის მონასტერი სოფელი
ხეეში (ანუ, ხევში სვ.) ... ვერავინ დამარწმუნებს, რომ ისტორიული ცნობები, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული, სვანეთის ამ საოცარი „სულ სხვა სამყაროს“ რეალობაზე თუნდა ოდნავ წარმოდგენას იძლეოდეს... სულაც არ მაკმაყოფილებს ეს სიტყვებიც: „სვანური კოშკების უმეტესობას მიშენებული ჰქონდა ერთი ან რამდენიმე მაჩუბი და სხვა დამხმარე ნაგებობა. სწორედ მათი ერთობლიობა განაპირობებს სვანური სოფლის განუმეორებელ იერსახეს. მაჩუბები - მშრალი ქვებით
(რომელსაც იქვე ახლომახლოს მთებში თავადვე მოიპოვებდნენ) მიჯრით მიწყობით იყო ნაშენები და ყავარით (ნეტავი თუ ახსოვს ვინმეს, რა მასალაა ეს) ასევე ქვის წყობა და ხის კონსტრუქციები იყო მაჩუბების სართულშუა გადახურვა. XIX საუკუნის სვანურმა კოშკებმა და მაჩუბებმა საკუთარი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგა...

ვითომ? - ან იქნებ სტიქიურმა უბედურებებმა გამოიყვანა მწყობრიდან და გამოსაყენებლად უვარგისი გახადა... ბავშების ხმაურსა და გადაძახილში სოფლისკენ მიმავალს ეს და კიდევ ძალიან ბევრი სხვა შეკითხვა ამაოდ მიტრიალებს თავში... იფრარი - მდინარე ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1800 მეტრში მდებარეობს სოფელში XI საუკუნის ეკლესია დგას... და ადგილებში, სადაც
ქრისტიანობის ნიშნები ადრეული საუკუნეებიდან მოდის „სისხლის აღების“ ტრადიციაა „შემონახული?“... ეს როგორ? ვინ მიპასუხებს? იფრალიდან დასავლეთით, ენგურის გაღმა, დაახლოებით, 1,5 კილომეტრში, ოღონდ, ტყე-ღრის მიღმა - მოჩანს სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი – წმინდა კვირიკეს ეკლესია, რომლის ძირში „ცენტრალური გზა“ უშგულისკენ „მიიწევს“... იქით, შუასაუკუნოვანი კოშკების სამყაროში. ცხენით ან ფეხით დაახლოებით 4-5 საათის სამგზავროა. ანუ, სამოთხე მოგზაურთათვის... ზაფხულში... აი, ზამთარში თავად განსაჯეთ: გეგი დღეს ცხენით ჩამოვიდა, ჩვენ ზღვის დონიდან 1500 მეტრში ვართ, ის 300 მეტრით ზევით...

მასთან ჩვენმა „ვიზიტმა“ ის შედეგი გამოიღო, რომ სკოლაში არა მარტო
ყოველდღე მოდის, მეტიც, ცხენზე ამხედრებული „ვაჟკაცობის“ მაგალითს
იძლევა... მართალია გაკვეთილებისთვის „მოსახმარ“ დროზე უფრო მეტს
„ვვაჭრობთ“, ვიდრე ვმეცადინეობთ, მაგრამ გონიერმა ამ ბიჭმა, იცის, რომ
მართალია, „ტვინის ჭყლეტა“ - ძნელი შრომაა, მაგრამ აუცილებელიაო - დავით
გურამიშვილმა დაგვიბარა და მის რჩევა-დავალებას, თუმცა ძალიან ნელი
ნაბიჯებით, მაინც „მივსდევთ“... ცხენით უფრო ჩქარა ვერ ხერხდება...
ჯერჯერობით მადლობა გეგის მშობლებს ერეკლე და თეა პირველების ოჯახს...
გეგისთვის „მადლობა“ ცოტა მოგვიანებით იქნება სათქმელი,
ინებოს უფალმა, ძალიან მალეც!


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ი 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება - კანონპროექტი პარლამენტშია

ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის - NAEC

პედაგოგებისთვის! - განვლილი დროით შემაჯამებელი დავალების ჩანიშვნა/წაშლა, დასწრებისა და შეფასების შეტანა, ნიშნის კორექტირება და ა.შ.

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მასწავლებელ ნათია ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით წარდგნენ ფესტივალზე“

„ეს ექსკურსია იყო მნიშვნელოვნად გამდიდრებული როგორც საგანმანათლებლო, ისე ქცევითი და ემოციური გამოცდილებით“

„მადლობა ღონისძიების იდეის ავტორს ფატი მასწავლებელს და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება