| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში კლუბი - „ლიტერატურული ლაბირინთი“ წარმატებით ფუნქციონირებს. მისი წევრები თანასკოლელებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული კლუბის წევრებმა, საინტერესო და მხიარული ვიქტორინა გამართეს, რომელშიც V, VI და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინაში გუნდმა - „წიგნის ქურდები“ გაიმარჯვა, რომლის წევრებიც იყვნენ მოსწავლეები: ანანო ნიჟარაძე, ვალო ჭიღვარია, გურიკო მოსეშვილი, ლიზი მოსეშვილი, მარიამ ონიანი, სანდრო ახვლედიანი და ლუკა შარიფაშვილი. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
ხოლო საუკეთესო ჩანახატის ავტორად მე-7 კლასის მოსწავლე - მარიამ ონიანი დასახელდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეები და გამარჯვებული გუნდის წევრები სერტიფიკატებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ისინი მეტად მოტივირებულნი ხდებიან.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ