სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
23-04-2018
-
+


ზაკის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ლუსინე პეტროსიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გმირი გახდა. 

გიუღ (სოფელი) - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ახალქალაქის არაქართულენოვანი თემის ინტეგრაციის პრობლემებს შეეხება და რომელშიც 17 წლის გოგონა ქართულ ენაზე მოგვითხრობს სოფელში არსებულ განწყობებზე, მიგრაციის მიზეზებსა და თავის სამომავლო მიზნებზე, რომელიც საქართველოს უკავშირდება.  

„მე მინდა გავხდე ჟურნალისტი და ჩემს მომავალს ვხედავ საქართველოში“, - ასეთია ლუსინეს მთავარი გზავნილი.  

ათწუთიან დოკუმენტურ ფილმს, ათასობით ნახვა, უამრავი გაზიარება და პოზიტიური გამოხმაურება აქვს.  

„ლუსინე საოცრებაა და მის შესახებ ყველაფერს ეს ფილმი ამბობს. მე კი ფილმის შესახებ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი ეფექტი, რომელიც ფილმს ახლავს, არის მოულოდნელობა: ზაკისკენ მიმავალი „რეალური სივრცის“ გადამღები ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი იმის ილუსტრირებას ახდენს, თუ თანდათან როგორ მცირდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, რაც უფრო უახლოვდებიან სოფელს და ქართული რადიომაუწყებლობაც წყდება. რაიონული ცენტრიდან 15 კმ-ით დაშორებულ სოფელში კი, სადაც მოსახლეობის 100% ეთნიკური სომეხია, მათ ქართულად მოსაუბრე და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ბავშვები ხვდებიან. ეს ის სიტუაციაა, როცა რეალობა თავად გკარნახობს სცენარს,“ - აღნიშნავს ზაკის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ცაულინა მალაზონია. 

ზაკის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სოსო კაციტაძეს, გიორგი ჩაგელიშვილს, ომარ წოწორიას, ლაშა ხომასურიძეს და „რელური სივრცის“ შემოქმედებით ჯგუფს.  

დოკუმენტური ფილმი იხილეთ ლინკზე - ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება