სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა
09-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

მოსწავლეებმა დიდი მეფის შესახებ საინტერესო ფაქტები შეაგროვეს, თითოეულმა მათგანმა თანაკლასელებს ახალი ინფორმაცია გაუზიარა და ვიზუალიზაციისთვის აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია მოამზადა.

შეხვედრას ისტორიის პედაგოგი ლეილა მიქელაძე და კლასის დამრიგებელი  ნინო შარაშიძე ხელმძღვანელობდნენ.  

„დავით აღმაშენებელი, მეფე, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მეფე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს. უდიდესია მისი დამსახურება საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც ქართველმა ხალხმა მადლიერების ნიშნად, მას აღმაშენებელი უწოდა და ამით სიყვარული და პატივისცემა გამოხატა სათაყვანებელი მეფისადმი.

დღესაც, 21-ე საუკუნეში დაუვიწყარია მისი ღვაწლი. ქართველი ხალხი ყოველი წლის 8 თებერვალს აღნიშნავს მისი ხსენების დღეს“, - ასე აფასებენ ქართველი ერის წინაში დიდი მეფის ღვაწლს სკოლაში და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება