სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N136 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
09-02-2023
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.  პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ და მათ ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებას ცდილობენ. 

8 თებერვალს, თემის - „ჯანსაღი კბილების“ გავლისას „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა, მაკა კაციტაძემ მე-3ა კლასში განახორციელა სასწავლო პროექტი „კანფეტები“.

პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რა სასარგებლო და ზიანის მომტანი თვისებები აქვს კანფეტებს და რა შედეგები მოსდევს ბევრი ტკბილეულის ჭამას.

მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კბილები. შეაგროვეს ინფორმაცია კანფეტების ისტორიაზე, შექმნეს კითხვარი და კლასში მოსწავლეთა გამოკითხვა ჩაატარეს, ბავშვებმა ასევე მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი გააკეთეს და ცხრილის სახით წარმოადგინეს. მესამეკლასელებმა შექმნეს პრეზენტაციებიც.

ბავშვებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად და ისე ჯგუფურად.

პროექტის წარმატებული შედეგი ნათლად გამოჩნდა მოსწავლეების მიერ შექმნილ საბოლოო პოსტერებში, სადაც მოუწოდებდნენ ერთმანეთს, ნაკლები რაოდენობის კანფეტების ჭამისკენ, რათა ჯანსაღი კბილები ჰქონდეთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება