სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თამარისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
23-04-2018
-
+


დაბა თამარისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. 

კვირეულის ფარგლებში მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებები წარმოადგინეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ქართული ცეკვები.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა კვირეულის ერთი დღე სკოლის უხუცესი მასწავლებლის ნანული მაისურაძის ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსების პრეზენტაციას დაუთმეს.

პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო თამაში- „ფრაზები დედაენიდან“ გაიმართა.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა უმრავლესობა არაქართველია, ქართული ენის სიდიადე გამოავლინეს, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს დედაენის შექმნის ისტორია, ქართული ენის ისტორიული გზა, რომელმაც გაუძლო საუკუნეების ქარცეცხლს და ერთ-ერთი უძველესი და დიადი ენის სტატუსი სამართლიანად მიპოვა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები „ქართული ენის გზიდან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის -„ჩვენი ფონდი“-იაკობ გოგებაშვილის დედა ენა“ ჩვენება. 

ფილმიდან მოსწავლეებმა გაიგეს ანბანის სხვადასხვა ვერსიები, დედა ენის აგების პრინციპები და ანბანის გავლილი გზა. 

მოსწავლეებმა ასევე დოკუმენტური ფილმი - „დამწერლობის ისტორია“ ნახეს და ქართული დამწერლობის სამი ფორმა კიდევ ერთხელ გაიცნეს.

„ამ კვირეულით მოსწავლეებმა შეიმეცნეს, რომ ქართული ენა და დამწერლობა უნიკალურია ასაკით, ფორმით, ბგერით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება