სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის მანდატურის სამუშაო საათები, შესვენების ხანგრძლივობა, გამონაკლისები და ვალდებულებები - რა წერია დოკუმენტში 
12-02-2023
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების სამუშაო დროის დაწყება დასრულება და შესვენების პერიოდს უწყების შინაგანაწესი არეგულირებს.

დოკუმენტის მიხედვით, დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით.

საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა, კერძოდ:

ა) თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ყოველდღიური საათობრივი განტვირთვის სურვილი და სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები გადანაწილდა 6 დღეზე ან/და დადგენილი აქვს 6 დღიანი სასწავლო კვირა;

ბ) თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები და იძულებულია აანაზღაუროს დამატებითი დღეების ხარჯზე ან და ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით;

გ) თუ 6 დღიანი სამუშაო კვირა განპირობებულია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად.

თანამშრომლების სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი. მანდატურის სამუშაო დრო განისაზღვრება სკოლაში სასკოლო დროისა და სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

თანამშრომელთათვის, რომელთაც ჰყავთ 14 წლამდე ასაკის ბავშვი, უშუალო ხელმძღვანელთან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვნელთან შეთანხმებით, სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს თუ თანამშრომლის მიერ ამ შეღავათით სარგებლობა ეწინააღმდეგება სამსახურის მიზნებსა და ამოცანებს. 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლებისათვის სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დროის დადგენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელი/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ადმინისტრაციულ სამმართველოსა და მონიტორინგის სამმართველოს.

მანდატური ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებამდე ისეთ დროს, რომ მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებისას მოწესრიგებული და გადამოწმებული ჰქონდეს საკუთარი ეკიპირება, ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამართულობა, მანდატურის აღჭურვილობის (რაცია, მეტალოდეტექტორი, ფანარი) რაოდენობა და გამართულობა. გამონაკლისი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს შესაბამის კოორდინატორთან,უშუალო ხელმძღვანელთან საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის (eflow) მეშვეობით;

მანდატური სკოლას ტოვებს სასკოლო დროის დასრულებიდან 15 წუთის შემდეგ. გამონაკლისი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს შესაბამის კოორდინატორთან/უშუალო ხელმძღვანელთან საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის (eflow) მეშვეობით.

დღის განმავლობაში თანამშრომელთათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. მანდატურების შესვენების დრო განისაზღვრება სკოლის საგაკვეთილო ბადის გათვალისწინებითა და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სამმართველოს თანმშრომლების შესვენების დროს შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებულად უშუალო უფროსთან შეთანხმებით.

დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები.

დასაქმებული, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე იმყოფება სამსახურის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.

დასაქმებულის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით (ასეთის არსებობის შეხვევაში).

დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება