| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ეპიზოდები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, განასახიერეს „მკითხველთა თეატრი“. გაავლეს პარალელები წაკითხულ ნაწარმოებებს შორის, წაიკითხეს ლექსები და საკუთარი სათქმელი შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარეს.
ისტორიის მასწავლებელმა ბაჩუკი ფიჩხაიამ დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა.
საინტერესო აქტივობაში - „იპოვე შენი წინადადება“ მასწავლებლებიც ჩაერთნენ, რამაც ყველა გაახალისა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებით მოსწავლე-მასწავლებლები გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ და წიგნიერების პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
„ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და ჩვენმა სკოლამაც ამით თავისი წვლილი შეიტანა საჯაროდ კითხვის პოპულარიზაციის საქმეში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ