სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N136 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა წიგნები შექმნეს
06-02-2023
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. მასწავლებლები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ისინი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატო სამანიშვილმა მე-2 კლასში საგნობრივი ღონისძიება ჩაატარა.

მოსწავლეებმა საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს და ერთმანეთს წაკითხულიდან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ბავშვებმა გამოთქვეს აზრი, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს მათ ცხოვრებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეორეკლასელებმა ასევე წიგნები შექმნეს და ამით მკითხველთა დიდი ოჯახის წევრები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებენ და ისინი მეტად მოტივირებულები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება