სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
06-02-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩენიათ, რომელსაც საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ. მეცხრეკლასელებმა უმცროსკლასელებს თანამედროვე საბავშვო მწერლების ლექსები და  ნაწარმოებები წაუკითხეს, ასევე წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

მოსწავლემ, მარიამ ბერიკაშვილმა პირველკლასელებს წაუკითხა თანამედროვე საბავშვო მწერლის ვასილ გულეურის ლექსები, ესაუბრა წიგნის კითხვის აუცილებლობაზე და პატარებს სიმბოლურად დაურიგა ბროშურები „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“.

მოსწავლეებმა - ნატა კახნიაშვილმა და ნატა სადიხოვამ მესამე კლასის მოსწავლეებს საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობიდან ნაწყვეტი წაუკითხეს.
 
როგორც სკოლაში გივყვებიან, წიგნის კითხვის ღონისძიებაში უმცროსკლასელები თავადაც მონაწილეობდნენ. მათ წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რაში გვეხმარება ხმამაღლა კითხვა.

„მადლობას ვუხდით მე-5 და მე-6 კლასების დამრიგებებლებს - ნინო ზედგინიძესა და მარიამ კაპანაძეს, ამ დღის ორგანიზებისათვის და სკოლაში წიგნის კითხვის კლუბის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება