| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თემაზე პრეზენტაციები და პროექტები ეწყობა. ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბის კომიტეტის წევრებმა პრეზენტაცია თემაზე - „2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე“ წარმოადინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება პლანეტა დედამიწის ეკოსისტემაში წყალმცენარეების ჰაბიტატის პატივისცემასა და ჭარბტენიანობის მნიშვნელობაზე იყო.
პროექტის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჭაობის სასარგებლო ფუნქციებზე - სუფთა წყლის გაწმენდა, დაგროვებასა და ტენიანობის, ჰაერის ტემპერატურის სტაბილიზაციაზე.
მათ ასევე მიწისქვეშა წყლების დონის შენარჩუნება განიხილეს. ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თუ როგორ იცავენ ნიადაგს ეროზიისგან. ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარისა და ტალღების შეკავებაზე. განიხილეს ტორფის, ქვანახშირის, რკინის მადნის, ლიგნიტის და სხვა მინერალების მოპოვების საკითხიც.
მათ საჭირო ცოდნა მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჭარბტენიან მიკროორგანიზმებს შეუძლიათ ნებისმიერი ხარისხის დაბინძურების ჩამონადენის დამუშავება.
მსგავსი პროექტები და პრეზენტაციები მოსწავლეთა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას იღებენ, რომელიც მომავალში გამოადგებათ.
მოსაწვლეთა განხორციელებული პროექტი იხილეთ ბმულზე
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ