სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
03-02-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარებს. 

იმართება საინტერესო ღონისძიებები თუ პროექტები. ამჯერად, პედაგოგ ფატმან ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ქართული ლიტერატურის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა ფილმის - „ნატვრის ხე“ ფრაგმენტები ნახეს, შემდეგ კი იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. 

მოსწავლეებმა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, ციციკორეს როლები მოირგეს და არგუმენტირებულად, კანონის დაცვით, იმსჯელეს დანაშაულის, უფლებების დარღვევის, ჩაგვრის, ცილისწამებისა და ღირსების შესახებ. 

დასასრულს სკოლის დირექტორმა ფატმან ცეცხლაძესა და მერვე კლასის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.

„....ფეხზე წამოდექით, მოსამართლე მობრძანდება!
დღეს, აქ ამ დარბზში საზოგადოება განაჩენს ციციკორეს გამოუტანს!
მოდავე სილამაზეა!" ბროწეულის ყვავილისფერა მარიტას, მზესავით ჩასვენებული სიცოცხლე, ედავება ციციკორეს უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას.
მომჩივანები მერვე კლასელები არიან....
ისინი ბრალს დებენ ციციკორეს, უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში, უსაზღვრო ბოროტებაში...
სასჯელი ციციკორეს სამართლიანად მიესაჯა!
მოსამართლეს ხმაც არ აკანკალებია განაჩენის გამოცხადების დროს ....
მხოლოდ დარბაზში ისმოდა ჩუმი ბღავილი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება