სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
03-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, სწორედ ამიტომ სკოლა საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 1-ელ თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა სკოლების ბიბლიოთეკებში ერთდროულად ჩატარდა მოსწავლეთა შეხვედრები, სადაც საჯაროდ წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის „მოხევის სადღეგრძელო“ და ჩარლი ჩაპლინის „წერილი ჯერალდინას“, შემდეგ კი აღნიშნულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით გამართეს დისკუსია.

ერთ-ერთი შეხვედრა თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ თხილნარის N1, ჭარნალის, ზემო თხილნარის, მახოს, სარფისა და  ახალსოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

შეხვედრის მოდერატორი ჭარნალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბელა კვირკველია იყო, რომელმაც დღე საინტერესოდ წარმართა.

„მადლობა რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა დიდმანიძეს ასეთი შინაარსიანი შეხვედრისთვის, მერს, ზაზა დიასამიძეს, გვერდში დგომისთვის და თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორს, გულნაზ კარანაძეს, მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავენ ჭარნალის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება