სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაჩი იოსელიანს უმასპინძლეს
02-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი მწერლის, ოტია იოსელიანის ვაჟს - დაჩი იოსელიანს უმასპინლეს. მან მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეებს ოტია იოსელიანის მოთხრობა - „ორი ქორა“ წაუკითხა. 

მოსწავლეები ნაწარმოებს დიდი ყურადღებით უსმენდნენ, ბოლოს კი თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და ტექსტის მთავარი სათქმელი შეძლებისდაგვარად გამოკვეთეს. 

გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, დაჩი იოსელიანს სთხოვა, მოსწავლეების წიგნთან დაახლვების მიზნით, უფრო ხშირად მოაწყონ ერთობლივი შეხვედრები, წაიკითხონ ასაკობრივად შესაფერისი ნაწარმოებები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების მოსმენის, გაგება-გააზრებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარებას.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება