სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პრობლემა, მხოლოდ ანაზღაურების გაზრდით მოგვარდება“- სკოლების დირექტორები კადრების მოძიების სირთულეზე საუბრობენ
02-02-2023
-
+


ყოველდღიურად სკოლაში დასაქმების მსურველთა ვებ-გვერდზე არაერთი ვაკანსია იდება. სკოლები კადრებს, ფაქტობრივად, ყველა პოზიციისთვის ეძებენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, სასურველი კადრი მაინც ვერ აჰყავთ. 

Etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. ჩვენ მათ ვკითხეთ - რომელი კადრების აყვანა უჭირთ, რა არის ამის მიზეზი და ვთხოვეთ, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ რაში ხედავენ გამოსავალს. 

ნადიმ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის დირექტორი:


ვფიქრობ, რომ ზოგადად, ქვეყანაში მუსიკისა და ხელოვნების პროფესიონალი მასწავლებების დეფიციტია. გასულ წელს კადრი კონკურსის წესით ავიყვანე, თუმცა შემდეგ, რატომღაც, უარი თქვა. ამჟამად კი, სკოლაში არასპეციალისტი ასწავლის. ვაკანსია ბევრჯერ განვათავსეთ, რამდენიმე დღის წინაც გვედო. სიამოვნებით მივიღებდი სპეციალისტ კადრს.

ჩემი აზრით, ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ხელი უნდა შეეწყოს. ახალგაზრდები სკოლისკენ უნდა შემოვაბრუნოთ. სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტია საჭირო.

მაია გრიგალაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, სკოლაში კადრების მოძიება არ გაგვჭირვებია,თუმცა ახლა მუსიკის მასწავლებელს ვეძებთ და სერტიფიცირებული კადრი არ გამოჩნდა. ამჟამად, არასერტიფიცირებული მუსიკის მასწავლებელი გვყავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაკანსია მაინც განთავსებულია. სხვა მხრივ, ჩვენს სკოლაში კარგი მდგომარეობაა, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები მყავს.

მალხაზ წირღვავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

სახვითი ხელოვნების სერტიფიცირებული მასწავლებლის მოძიება ჭირს. ამ პრობლემიდან გამოსავალზე საუბარი მიჭირს, ალბათ, გამოცდა უნდა გაამარტივონ ან სკოლაში ის პედაგოგები დატოვონ, ვინც ასწავლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ  ექიმის კადრში ძალიან გაგვიმართლა, პედიატრი ავიყვანეთ. სანამ ბავშვები სკოლაში არიან, სულ აქ არის, შემდეგ სხვა სამსახურში მიდის. რაც შეეხება დამლაგებლის საკითხს, ახალი პროექტია, რომელიც სოციალურად დაუცველების დასაქმებას ითვალისწინებს. მის ფარგლებში კი 2 დამლაგებელი ავიყვანე. მთელი სკოლა მოწესრიგებულია. ზოგადად, დამლაგებლებს დაბალი ხელფასი აქვთ, ამიტომაც ბევრი სამუშაოს შესრულებას ვერ ვთხოვდი. ახლა საქმე გადავანაწილე და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.

გულნაზი რეხვიაშვილი, ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ექიმის ვაკანსია უკვე მეორედ დავდეთ, კადრის მოძიება გვიჭირს, კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენ შემდეგი მოთხოვნები გვაქვს - უნდა იყოს პედიატრი, თერაპევტი ან ოჯახის ექიმი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არავინ გამოგვეხმაურა. ახლა ალბათ, ექთნის ვაკანსიას დავდებთ, მე ექიმი მირჩევნია, მაგრამ არ გამოდის. ამის რეკომენდაციას სამინისტრო გვაძლევს, ექთნის საკითხი მათთან უნდა შევათანხმოთ. ზოგადად, მე მინდა, რომ სხვა დარგის ექიმი ავიყვანოთ, ვფიქრობ ასე აჯობებს, თუმცა ეს ამბავი კი რესურსცენტრთან და სამინისტროსთან უნდა შევათანხმო.

მადონა ოქროპირიძე, საერო სკოლა „ფარნავაზის“ დირექტორი:

ძირითადად, ფსიქოლოგის მოძიების პრობლემაა. ალბათ, სწავლას რომ ამთავრებენ, ახალგაზრდებს სკოლაში მუშაობა არ ხიბლავთ. ჩვენ სკოლაში ფსიქოლოგი ხელშეკრულებით ავიყვანეთ, გარკვეული პერიოდი ვერ ახერხებს სკოლაში მოსვლას, თუმცა, როდესაც ამის საჭიროებაა მოდის. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების აყვანაც პრობლემაა. აქაც მთავარი ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც სწავლა დაამთავრეს, სკოლაში აღარ ბრუნდებიან.

ციური ჩიხლაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში დამლაგებლის აყვანა გვიჭირს, ხელფასი ძალიან დაბალია და მუშაობა არ უღირთ. ეს პრობლემა მხოლოდ ანაზღაურების გაზრდით თუ მოგვარდება. როდესაც ხელფასი 200 ლარია, მუშაობა არავის უნდა. თანაც, დამლაგებლობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ახლა 2 დამლაგებელი გვყავს. ახალი პროგრამაა სოციალურად დაუცველების დასაქმების, მინდოდა კადრი ამეყვანა, მაგრამ არ გამოვიდა. ფიქრობენ, რომ ბევრი საქმე ექნებათ გასაკეთებელი და სამწუხაროდ, ვერავინ დავასაქმე.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

ავარია ბოლო ზარზე - etaloni.ge დირექტორს ესაუბრა

საბავშო ბაღებში რეგისტრაცია ივლისში დაიწყება - დეტალები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

მაისში ფინანსურ დახმარებას პედაგოგები მიიღებენ - მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

საინტერესო

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება