| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
დღეს, მე-4 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ზვარეს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და ამ დღის აღსანიშნავად, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბიბლიოთეკარმა მათ სახალისო კროსვორდი შეავსებინა, რომლის მთავარ გრაფაში, მიიღეს სიტყვა - გვიყვარს კითხვა !
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს - თინათინ ქობულაძემ და ლელა ჯაიანმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ