სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჩოს საჯარო სკოლაში 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს
20-04-2018
-
+


ბეჩოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესათან დაკავშირებით ღონისძიება - ,,ო, ენავ ჩვენო დედაო ენავ...“ გაიმართა. 

სკოლის პედაგოგმა რეზო ხორგუანმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა ისაუბრა, თუ როგორი ერთსულოვანი იყო ქართველი ერი მშობლიური ენის დასაცვის საქმეში, როგორ აღუდგა წინ საბჭოთა იმპერიის ბოროტ განზრახვას და როგორ გადაარჩინა ამ თავგანწირვამ ჩვენი დედა- ენა, ენა რომელსაც იოანე- ზოსიმემ ,,ღმერთების ენა“ უწოდა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომელთაც პედაგოგს უამრავი კითხვა დაუსვეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთები გააკეთეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება