სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტები სემესტრული ქულის მიხედვით დაფინანსდებიან - განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
01-02-2023
-
+


სტუდენტთა დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, დღეიდან განცხადებების მიღებას ვიწყებთ. რამდენიმე კატეგორიის სტუდენტებს ეხება ეს დაფინანსება: სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ  და ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, მათ სწავლის დაფინანსება სამივე აკადემიურ საფეხურზე შეეძლებათ.

გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდება დედაქალაქში რეგისტრირებული ყველა პირი რომელიც ზემოთ ხსენებულ კატეგორიას შეეხება.

დაფ9ინანსების ოდენობა დამოკიდებულია წინა სემესტრში მიღებული შედეგების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ, 50% 70% და 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ მერიას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება