სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

„კარგი ბავშვი“ უნდა იყოს დამჯერი - ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც აღზრდის დროს მშობლები უშვებენ
03-02-2023
-
+


ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობენ, განსაკუთრებული მისია აკისრიათ. ამიტომაც მათ ბავშვის აღზრდის პროცესში მხარდაჭერა სჭირდებათ. სახელმძღვანელო „მშობლების დედაენა“ შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერითა და მასში სპეციალისტების მიერ პოზიტიური მშობლობის პრინციპების, ბავშვის განვითარების კანონზომიერებისა თუ მშობელსა და ბავშვს შორის კომუნიკაციის თავისებურებების შესახებ არაერთი საინტერსო ინფორმაციაა თავმოყრილი.

გთავაზობთ, მითებსა და რეალობას მშობლობის შესახებ:

მითი: მშობლობა ბუნებრივი რამაა და სწავლა არ სჭირდება.

რეალობა: მნიშვნელოვანია, ინფორმირებული იყო პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ.

მითი: ბავშვს თუ აღზრდისას მკაცრად არ მოექცევი, გაფუჭდება

რეალობა:მკაცრი აღზრდა, რომელიც ბავშვზე ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას გულისხმობს, გრძელვადიან პერსპექტივაში ნეგატიურ შედეგებს იწვევს

მითი: ბავშვი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მშობელს

რეალობა: ბავშვს უნდა მოვეპყროთ, როგორც თანასწორს.

მითი: „კარგი ბავშვი“ უნდა იყოს დამჯერი

რეალობა: ბავშვის უპირობო მორჩილება არ უნდა იყოს აღზრდის მიზანი.

მითი: ძალადობის ე.წ. „მსუბუქი ფორმები“ არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად.

რეალობა: ყველა ტიპის ძალადობა მიუღებელია. ბავშვისთვის ყურის აწევა, ჩქმეტა, შეჯანჯღარება, წამორტყმა – ეს ყველაფერი ფიზიკური ძალადობის ფორმაა.

მითი: საზოგადოების მხრიდან ძალადობაზე რეაგირებას აზრი არ აქვს

რეალობა: ძალადობაზე სწორი რეაგირების შემთხვევაში ბავშვის დაცვის ორგანიზაციები შესაბამის დახმარებას გაუწევენ და ის უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.

მითი: ძალადობას აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს.

რეალობა:: ძალადობის გამართლება არ შეიძლება შვილის „კარგად აღზრდის“ სურვილით. ბავშვს ნებისმიერი ფორმის ძალადობა აზიანებს.

მითი: ბავშვის ნაცვლად გადაწყვეტილება ყოველთვის უფროსებმა უნდა მიიღონ, რადგანაც თავად არ შეუძლია განსაზღვროს, რა არის მისთვის კარგი და რა – ცუდი.

რეალობა: ბავშვს უფლება აქვს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო უფროსების მოვალეობა მოსალოდნელი შედეგების შესახებ მისი ინფორმირებაა.

იხილეთ სახელმძღვანელო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება