სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოგიწევთ თუ არა 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა განმეორებით თუ მასწავლებლის კომპეტენციას ორ ან მეტ საგანში დაადასტურებთ?
12-02-2023
-
+


მასწავლებლობის მსურველებისთვის სკოლაში დასაქმების რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა დიპლომით პედაგოგი ხართ თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველა შემთხვევაში საგნის გამოცდა მაინც უნდა ჩააბაროთ და მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტუროთ.

პედაგოგობის მსურველებისთვის, რომლებიც საგნის გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, შემდეგი ნაბიჯი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლაა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბაკალავრის დიპლომში პროფესია - მასწავლებელი არ გიწერიათ. ხოლო თუ პროფესიით პედაგოგი ხართ და უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტშიც „მასწავლებელი“ გიწერიათ, ამ შემთხვევაში 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა საჭირო აღარაა.

მასწავლებლობის მსურველები საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სწავლობენ, პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სკოლაში დასაქმების შემდეგ კი მათ უფროსის სტატუსი ენიჭებათ.

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა ნაწილი ერთი საგნის გამოცდის ჩაბარებას არ ჯერდება და მასწავლებლის კომპეტენციას ორ ან მეტ საგანში ადასტურებს.

საჭიროა თუ არა 60-კრედიტიანი პროგრამის განმეორებით გავლა თუ მასწავლებლის კომპეტენციას ორ ან მეტ საგანში დაადასტურებთ?

მასწავლებლის მომზადების ერთწლიან, 60-კრედიტიან პროგრამაზე, ძირითადად, პედაგოგისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, სწავლის სტრატეგიები, ინკლუზიური განთლება, თანამედროვე სწავლების მეთოდები და ის კანონმდებლობები ისწავლება, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს. მიღებული ცოდნა ყველა საგნის პედაგოგისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

თუ 60-კრედიტიანი პროგრამა უკვე გაიარეთ და ამჯერად, სხვა საგნის გამოცდაზე აპირებთ გასვლას, ჩაბარების შემდეგ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განმეორებით გავლა აღარ მოგიწევთ და ყველა იმ საგნის სწავლების უფლება გექნებათ, რომლის კომპეტენციასაც დაადასტურებთ.

რაც შეეხება მოქმედ მასწავლებლებს, ორი ან მეტი საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ ყველა ჩაბარებული საგნის სწავლების უფლება აქვთ და ამავდროულად, ყველა საგანში ერთი და იმავე სტატუსით ისარგებლებენ (მაგალითად, თუ უფროსის სტატუსის მქონე მათემატიკის პედაგოგი ჩააბარებს ბუნებისმეტყველების გამოცდას, ის ორივე საგნის უფროსი მასწავლებელი იქნება).

იხილეთ ასევე: თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, მაგრამ სერტიფიცირებული არ ხართ - მოკლე გზა მასწავლებლობამდე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება