სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კლასის მართვა, კონფლიქტის პრევენცია, მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა - კიდევ რას ავალდებულებს მასწავლებლებს პროფესიული სტანდარტი
03-02-2023
-
+


მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების  ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც  ყველა სტატუსის პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს.

სტანდარტის მიზანია, სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ დოკუმენტში პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისა და კლასის მართვის ინდიკატორებია გაწერილი. ესენია:

  • თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა მოსწავლეებთან ერთად და მოსწავლეებს შორის;
  • კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
  • ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში – სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
  • კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობისაღიარება და პატივისცემა;
  • კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
  • მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
  • მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
  • მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორებს, შემდეგია:

  • სხვადასხვა ტიპის საგნობრივი სასწავლო გეგმების ცოდნა და შემუშავება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
  • კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.

სტანდარტით ასევე განსაზღვრულია სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:

  • სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
  • თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის, საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი, ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
  • თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
  • მოსწავლეთა  ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო ასევე გულისხმობს სასწავლო რესურსებისა და მოსწავლეთა შეფასებების მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებასაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება