სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა კონკურსში საუკეთესო შედეგები აჩვენეს
20-04-2018
-
+


ონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქეთი დავითაძემ, რეგიონულ სპორტულ ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

შესაბამისად, მან, საქართველოს სხვა სკოლების გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, ჯილდოდ კუნძულ მალტაზე ერთკვირიანი საგზური მიიღო. 


 


ამავდროულად, ონის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ, ანი გამყრელიძემ, მომავლის ლიდერთა (FLEX-ის) გაცვლითი პროგრამის  კონკურსი წარმატებით გაიარა.  შესაბამისად, ანი ამერიკაში სასწავლებლად ერთი  წლით გაემგზავრება. 

მასთან ერთად, აშშ-ში, ბენჯამინ ფრანკლინის საზაფხულო სკოლაში, ერთთვიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  თანაკლასელი ნინი მეტრეველი აიმაღლებს ცოდნას.  
 
ანი გამყრელიძე



ნინი მეტრეველი



ონის საჯარო სკოლამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვიდეოკონკურსშიც (სახელწოდებით „გაგვაცანი შენი სკოლა“)  მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 70 გუნდი იყო წარმოდგენილი.

გამარჯვებული კვლავ ონის საჯარო სკოლის გუნდი „S.M.G” გახდა, რომელსაც პრიზად 1000 ლარი გადაეცა.  ასევე,  გუნდის მოსწავლეები - საბა მეტრეველი, ლუკა სამხარაძე, თიკო გობეჯიშვილი, ლაშა მეტრეველი და თაკო გობეჯიშვილი  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 50%-იანი სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება