სიახლეები
სიახლეები

7 სტრატეგია პედაგოგებისთვის - როგორ ასწავლოთ მოსწავლეს წაკითხულის გააზრება
29-01-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია რჩევები, თუ როგორ ასწავლონ მოსწავლეებს წაკითულის გააზრება.

ეროვნული კითხვის საბჭო 15-ზე მეტ წაკითხულის გააზრების სტრატეგიას გამოარჩევს, თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახდენს დადებით გავლენას წაკითხულის გააზრებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ პედაგოგი ასწავლის და მოსწავლეები ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიას იყენებენ.

ქვემოთ მოკლედ აღვწერთ შვიდ ეფექტურ სტრატეგიას.

  1. ტექსტზე ორიენტირება: ვარაუდების გამოთქმა და კითხვის მიზნების დასახვა ტექსტზე ორიენტირებისას მკითხველი ზოგადად აღიქვამს ტექსტს მისი მახასიათებლების, სურათების, სათაურების, განლაგებისა და აბზაცების მიხედვით. ზედაპირულად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრნობით მკითხველს შეუძლია ვარაუდების გამოთქმა, თუ რა ტიპის ტექსტია და რა კონტექსტია. შედეგად შესაძლებელი ხდება კითხვის მიზნის დასახვა და ტექსტის წასაკითხად მზადება. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მოსწავლეებმა შემთხვევითი ვარაუდები არ გამოთქვან და ტექსტის იდეა არასწორად არ გაიგონ. ამ შემთხვევაში კითხვის მიზნისა და მოლოდინების შეცვლა მოუწევთ. დაწყებით სკოლაში ვარაუდები მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა გამოითქვას.
  2. შეკითხვების დასმა: ტექსტის შესახებ შეკითხვების დასმა ეხმარება მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაში. ტექსტზე ორიენტირებული შეკითხვები, ანუ შეკითხვები ტექსტის თანმიმდევრობის, შედარებების, მსგავსებებისა და განსხვავებების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ, გააზრებისთვის დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს. ეს სტრატეგია კიდევ უფრო ეფექტიანია, როდესაც თავად მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა დასვან მსგავსი შეკითხვები. როდესაც ამას ცნობისმოყვარეობა უდევს საფუძვლად, ისინი ცდილობენ ტექსტში უკეთ გაერკვნენ, უფრო იაზრებენ საკუთარი კითხვის პროცესს და მოტივაციასაც ინარჩუნებენ. უკვე არსებული ცოდნისა და ვარაუდების გათვალისწინებით, მოსწავლეებს კითხვისას მსგავსი შეკითხვები შეიძლება გაუჩნდეთ: „რას გულისხმობს ეს აბზაცი?“, „ვერ გავიგე, ეს როგორ მოხდა?“, „მაინტერესებს, რატომ...“ და ა. შ.
  3. ტექსტის შინაარსის ვიზუალიზაცია: ტექსტის ვიზუალიზაცია მოსწავლეებს დაეხმარება შინაარსის უკეთ გაგებაში. ეს პროცესი ხელს უწყობს, რომ ისინი უფრო მეტად დაფიქრდნენ ტექსტზე. კითხვისას შეიძლება სურათები ავტომატურად გაჩნდეს გონებაში და ისინი მოსწავლეებმა ვიზუალურად, ნახატისა თუ ჩანახატის საშუალებით გადმოსცენ. ასევე, მოსწავლეთა ჯგუფს შეუძლია წარმოდგენა დადგას, რათა უკეთ გაუგონ მოთხრობის პერსონაჟებს. ტექსტში აღწერილი ურთიერთობები, მაგალითად, მიზეზები და შედეგები ან საშუალებები და მიზნები, სქემების ან გონებრივი რუკების მეშვეობით შეიძლება გადმოიცეს.
  4. ტექსტის სტრუქტურის ამოცნობა: ტექსტის სტრუქტურის ამოცნობა მოსწავლეებს ეხმარება, რომ ტექსტის სწორად ინტერპრეტაცია და გაგება შეძლონ. როცა ტექსტის ნაწილებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გარკვეულია (მაგ., არის ზმნიზედები „იმიტომ, რომ“ ან „ამიტომ“), მკითხველებს აღარ უწევთ გამოიცნონ ტექსტის ნაწილებს შორის არსებული კავშირი. ტექსტის ინტერპრეტაცია ნაკლებ კოგნიტურ ენერგიას მოითხოვს,კითხვის დროც ნაკლებია და მკითხველებიც უკეთ იგებენ ტექსტს. ეს პროცესი მოითხოვს მთლიანი ტექსტის, აბზაცის ან წინადადების სტრუქტურისა და მაკავშირებელი სიტყვების გამოყენების სწავლებას, როგორებიცაა ნარატიული ტექსტის მახასიათებლები (პერსონაჟები, გარემო, მიზანი, პრობლემა, შინაარსი, გამოსავალი და თემა) ან სიტყვების ამოცნობას, რომლებიც კონკრეტულ კავშირზე მიუთითებს (მაგ., თანმიმდევრობა, შედარება, კონტრასტი, მიზეზი შედეგი, ჩამონათვალი). ტექსტის სტრუქტურის გამოსახვა გრაფიკული ორგანიზატორებითაც შეიძლება.
  5. დაკავშირება: ზოგჯერ მკითხველს „სტრიქონებს შორის კითხვა“ უწევს ტექსტის გასაგებად, ანუ ახალი ინფორმაციის შესახებ ისეთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რაც პირდაპირ არაა მოცემული ტექსტში. ამისათვის მკითხველმა საჭირო ინფორმაცია უნდა დააკავშიროს უკვე წაკითხულთან და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება უნდა მოახდინოს. ამ პროცესის სწავლება მარტივი არ არის, რადგან ის თითქმის ავტომატური ქმედებაა მკითხველისთვის. მასწავლებლის მიერ ხმამაღლა ფიქრი მოსწავლეებს დაეხმარება მიხვდნენ, როგორ უნდა აღმოაჩინონ კავშირები ტექსტში (მოდელირება).
  6. შეჯამება: ტექსტის შეჯამებისას, როგორც არ უნდა ახერხებდეს ამას მკითხველი, იგი უნდა დაფიქრდეს ტექსტის არსზე და ყურადღება არ უნდა მიაქციოს უმნიშვნელო საკითხებს. ინტერაქციის მეშვეობით ტექსტის შეჯამებისას მოსწავლეებმა უნდა განიხილონ, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ტექსტში. ამ დროს მასწავლებლის ან სხვა მოსწავლეების უკუკავშირი ხელს უწყობს ტექსტის უკეთ გაგებას. შეჯამებით მოსწავლეები უკეთ იმახსოვრებენ ტექსტის არსს, რაც ეხმარებათ საგნის შესწავლაში. მათ შეუძლიათ შეჯამება ან დაწერონ, ან დიაგრამის სახით წარმოადგინონ. შეჯამება ამბის ხელახლა მოყოლით ან ტექსტის მონაკვეთის ხმამაღლა გახსენებითაც შეიძლება.
  7. დაკვირვება და წაკითხულის გააზრების გარკვევა: კითხვისას შესაძლოა გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას, როდესაც მკითხველმა არ იცის სიტყვის მნიშვნელობა ან წინადადებას, ტექსტის მონაკვეთს ვერ იგებს. როცა მკითხველი აკვირდება, თუ რამდენად იგებს ტექსტს, შეუძლია ზოგიერთი სტრატეგია გამოიყენოს ტექსტის გაურკვეველი ელემენტების გასაგებად. სიტყვის დონეზე, მოსწავლეებს შეუძლიათ სიტყვის სწავლის სტრატეგიების გამოყენება. ისინი მათი დახმარებით სიტყვის მნიშვნელობის დამოუკიდებლად გაგებას შეძლებენ. ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობას შეიძლება კონტექსტიდანაც მიხვდნენ. ამიტომაც საჭიროა წინადადების ან ტექსტის მონაკვეთის ხელახლა წაკითხვა. მეორე სტრატეგია სიტყვის ნაწილებად დაშლაა. პრეფიქსები, სუფიქსები და ფუძე ზოგჯერ მიუთითებს მნიშვნელობაზე, მაგალითად, სიტყვა „არასაიმედოობა“ (არა-საიმედ-ო-ობა). აგრეთვე, მოსწავლეებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის ყველა სიტყვის ცოდნა არ არის აუცილებელი ტექსტის გასაგებად. როცა გაგებასთან დაკავშირებულ პრობლემას წააწყდებიან, შესაძლოა წინადადების ხელახლა წაკითხვაც კი საკმარისი იყოს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სტუდნეტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვეს და საპროტესტო აქციებს უერთდებიან -  ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიმართვაც
როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები განახლდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებლებმა იმ ადამიანები ღვაწლზე ისაუბრეს, ვინც თავი გასწირა
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეებმა
სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება