სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიამ ეფექტური კომუნიკაციისა და დელეგირების უნარი შემძინა“ - თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მერაბიშვილი
25-01-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მერაბიშვილი პასუხისმგებლობით აღსავსე დირექტორი გახლავთ, რომელიც შეყვარებულია თავის პროფესიაზე. მისთვის საყვარელი სიტყვა პროფესიონალიზმია, სწორედ ამიტომ მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. როგორც თავად აღნიშნავს, პროფესიამ ეფექტური კომუნიკაციის, დელეგირების, უდიდესი მადლიერების და პატივისცემის უნარები შესძინა და სწორედ ეს განაპირობებს მის წარმატებულ მოღვაწეობას.  etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს ნინო მერაბიშვილთან.

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- როგორც პასუხისმგებლობიანს, რაც ჩემს საქმიანობაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია. პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- კვლავ განათლების სფეროში დასაქმებული

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ეფექტური კომუნიკაციის და დელეგირების, ასევე უდიდესი მადლიერების და პატივისცემის.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ერთის დასახელება გამიჭირდება, რადგან ჩვენ სამაგალითო დირექტორები გვყავს, უდაოდ წარმატებულები. პროფესიონალები, როგორც საკუთარ საქმეში, ასევე გუნდთან ურთიერთობაში.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ეს არის სხვა ადამიანების აზრებისადმი ინტერესი და ეფექტური ადმინისტრირება.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- პროფესიონალი.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- მზად ვარ თუ არა ყოველთვის მივიღო ადამიანების მხრიდან უკუკავშირი, თუნდაც ჩემთვის არასასურველი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება