სიახლეები
სიახლეები

უნდა ჯილდოვდებოდეს თუ არა სკოლა, წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის? - დირექტორების მოსაზრებები
23-01-2023
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი ქულები და აკადემიური შედეგები აქვთ, წახალისების მიზნით სახელმწიფოსგან ჯილდოვდებიან (პერსონალური კომპიუტერი საბაზო საფეხურზე), სკოლის დასრულების შემდგომ კი  ოქროს ან ვერცხლის მედლებს იღებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მუნციპალიტეტებს დამატებითი წახალისების მექანიზმები აქვთ წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეს შეიძლება იყოს ფულადი ჯილდო, უმაღლესში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დაფინანანსება და ა.შ. 

წარჩინებული მოსწავლეების არსებობა, მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომის შედეგი და სკოლის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა, სწორედ ამიტომ დავინტერესდით, უნდა ჯილდოვდებოდნენ თუ არა წარჩინებული მოსწავლეების პედაგოგები, დირექტორები და უშუალოდ სკოლა და როგორ ხედავენ ამ ჯილდოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელები.

etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:


დინარა პირველი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მხოლოდ წარჩინებული მოსწავლეების გამო დაჯილდოვებას მე არ მივესალმები, რადგან ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, ზოგს 15 მედალოსანი ჰყავს რატომღაც და ზოგს - 3, საინტერესოა რამდენად ობიექტურია სკოლების შეფასება. მე ვფიქრობ, ისეთი მოსწავლეების გამო, რომლებიც არაფორმალურ განათლებაში, სკოლის საქმიანობებში არიან აქტიურები, ასეთივე წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ადასტურებენ თავიანთ კომპეტენციას, სკოლა უნდა დაჯილდოვდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა მედალოსან მოსწავლეებს ძლივს გადაულახავთ ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვარი, ეს მოცემულობა ბადებს კითხვას თუ რამდენად სამართლიანად მოხდა მისი შეფასება სკოლაში. მხოლოდ მედალოსნობაზე ფოკუსირება ისევ ძველ მიდგომებთან მიგვიყვანს, სადაც ორიენტირება ნიშნებზე ხდებოდა, თანამედროვე სწავლება კი - ნიშნებზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. ჩვენ ეროვნულ მიზნებში გვიწერია, რომ სკოლამ უნდა აღზარდოს არა ათოსანი, არამედ კარგი მოქალაქე, რომელიც თავის ქვეყანასაც გამოადგება და საკუთარ თავსაც. გამომდინარე აქედან ჩემი აზრია, რომ მხოლოდ ერთი კომპონენტით არ უნდა ჯილდოვდებოდეს სკოლა.

ტარიელ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოხარული ვიქნები, თუ წარმატებული და წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის, სკოლა მიიღებს წამახალისებელ საჩუქარს, ვფიქრობ სტიმულის მომცემი იქნება, თუნდაც მედლის სახით დაჯილდოვდება, რადგან ბავშვების წარმატებაში ძალიან დიდ როლს სწორედ სკოლა თამაშობს.

 
ხათუნი გამეზარდაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის რცხილათის საჯარო სკოლის დირექტორი:

მგონია, რომ მოტივაციის გაზრდისთვის სასურველია წახალისება, მისასალმებელია, რომ სკოლამაც მიიღოს ჯილდო, სიმბოლური სიგელის სახითაც კი საკმარისი იქნება.

რუსუდან ჭეიშვილი, ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბევრ საკითხთან გვაქვს საქმე, მაგალითად რამდენად ობიექტურია დაწერილი ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სკოლისთვის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება ერთია, ნიშნების დაწერა ყველგან ინდივიდუალურად ხდება. უხერხული იქნება არათანაბარ პირობებში, სკოლებმა მიიღონ ჯილდო, თუმცა თუ ეს ობიექტურად მოხდება, რა საკვირველია ძალიან კარგი იქნება. შექება ყოველთვის არის მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი!

ნაზი ქამადაძე, ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ სკოლისთვის ძალიან კარგი იქნება, ფულადი ჯილდოს სახით თუ იქნება წამახალისებელი საჩუქარი ეს კიდევ უკეთესია, რადგან განსაკუთრებით სოფლის სკოლები მიტოვებული და მცირებიუჯეტიანია, შესაბამისად ჩვენივე წარმატებით თუ დავჯილდოვდებით, ეს თანხა ისევ სკოლის ინტერესებს და მის გაუმჯობესებას მოხმარდება. ასეევ მისასალმებელი იქნება თანხის ნაცვლად, მაგალითად კომპიუტერული ტექნიკით, რომ დაჯილდოვდეს სკოლა, რომელსაც თავად მოსწავლეები გამოიყენებენ.

მაია სალუქვაძე, ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასურველი იქნება, რომ სკოლის როლსაც გაესვას ხაზი, ყველაფერი კარგია, რასაც სკოლა მიიღებს, ვფიქრობ თუ არჩევანის საშუალება იქნება ფულადი ჯილდო სჯობს, რადგან სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება ამ თანხის განკარგვა, თუმცა ნებისმიერი წამახალისებელი საჩუქარი ყველა შემთხვევაში სასიამოვნო და მისაღებია.

როზა ერისთავი, ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, თუ სკოლას ჰყავს ბევრი წარჩინებული მოსწავლე, ამ შემთხვევაში შეიძლება, თუმცა მხოლოდ 1-2 მოსწავლისთვის (ეს რაოდენობა ხომ ყველა სკოლაში იქნება), რამდენად შედეგიანი და განსახორციელებელი იქნება არ ვიცი...

ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის N5 საჯარო სკოლა დირექტორი:

ვფიქრობ, სკოლები არათანაბარ პირობებში არიან შეფასების კუთხით, შესაძლოა ყველა სკოლას განსხვავებული სასტარტო პირობები ჰქონდეს შეფასების კუთხით, გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ ამ კრიტერიუმით დაჯილდოება რთული საკითხია. თუმცა სკოლები ნამდვილად უნდა წახალისდეს, როგორც წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის, ასევე ზოგადად წარმატებული მოღვაწეობისთვის, წახალისება ყოველთვის არის სტიმულის მიმცემი, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სიტყვიერი!


დონარი აბულაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, აუცილებლადა უნდა დაჯილდოვდეს, რადგან მოსწავლის წარმატება სკოლის დამსახურებაცაა, სკოლას აქვს ძალიან დიდი შრომა ჩადებული, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება. თუ ფულადი ჯილდო იქნება ძალიან კარგია, თუმცა სხვა ნებისმიერი სახითაც რომ მოხდეს სკოლის დამსახურების აღნიშვნა, მისასალმებელია.

ნუნუ სილაგავა, ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ცუდი არ იქნებოდა, მე მომხრე ვარ რაღაც ფორმით ხდებოდეს სკოლის წახალისება. თანხობრივ ჯილდოზე ყოველთვის თავს ვიკავებ, ვფიქრობ მისასალმებელია სიმბოლური დატვირთვის მქონე, თუნდაც სიგელის ან რაიმე ჯილდოს სახით აღინიშნოს სკოლის ღვაწლი. ეს ჯილდო აუცილებლად დაიკიდებოდა საპატიო ადგილზე.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგ-კურსს გაივლიან - „პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას“

ყველაზე წარმატებული ნიშანია... ცაგარელი განმარტავს, ვის გაუმართლებს 2026 წელს

სასულიერო პირები სწავლა - სწავლების თანამედროვე მეთოდებში გადამზადდებიან 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება