სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ დამოუკიდებლად აზროვნების უნარს“ - სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე
02-03-2026
-
+


მედეა ბოლქვაძე სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელია, რომელიც მომავალი თაობის განათლებას დიდი პასუხისმგებლობით უყრის საფუძველს. 

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან უნარებსა და ღირებულებებზე, რომლებიც სკოლაში ყალიბდება - ესაა პასუხისმგებლობის გრძნობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი და თანამშრომლობა.

მისი შეფასებით, მოსწავლის წარმატების გზაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს მოტივაცია და მხარდაჭერა, ხოლო უსაფრთხო და მეგობრული საკლასო გარემო ბავშვს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს:

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვთხოვთ დავალებების შესრულებას, ვუხსნით ქცევის შედეგებს, ვასწავლით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მოტივაცია, მხარდაჭერა, წახალისება, შეცდომებიდან სწავლის უნარი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, სწავლისადმი ინტერესი და მშობლების ყურადღება და მხარდაჭერა.

-  სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- დამოიკიდებლად აზროვნების უნარს, პრობლემების გადაჭრის უნარს, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის უნარს, პასუხისმგბელობის გრძნობას.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ავითარებს კომუნიკაციის უნარს, აყალიბებს თანაგრძნობას, კომუნიკაციის უნარებს, ქმნის უსაფრთხო გარემოს, აძლიერებს კლასის ერთიანობას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მასალა გასაგებია, სწავლა არის თამაშით და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- კრიტიკული აზროვნება, დამოიკიდებლობა, გააზრება, პრობლემების გადაჭრის უნარი, თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- სკოლის გამოცდილებამ და საყვარელი მასწავლებელების მხარდაჭერამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება