სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ხელს უწყობდეს მის პიროვნულ ზრდას“- ხათუნა გრძელიძე, სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი
02-03-2026
-
+


ხათუნა გრძელიძე, სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. როგორც თავად ამბობს, პროფესია ადამიანისა და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულით აირჩია, დღეს კი მოსწავლეებს საგანთან ერთად ღირებულებებს ასწავლის, მათ პიროვნულ ზრდაზე ზრუნავს და ქვეყანას კეთილსინდისიერ მოქალაქეებს უზრდის. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- დავალების მიცემისას თანამიმდევრულნი ვართ, ანუ არა მხოლოდ ვაძლევთ დავალებას, არამედ ველოდებით კიდეც მის შესრულებას.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- შექება, წახალისება, მის მიმართ ნდობის გამოხატვა.

-  სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ხელს უნდა უწყობდეს მის პიროვნულ ზრდას, კეთილსინდისიერ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.

-  მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ასე სწავლობენ ისინი სოციუმში ადამიანებთან ურთიერთობას, თანადგომას, სხვების საჭიროებების გათვალისწინებას, ერთმანეთზე ზრუნვას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე სწავლების პროცესის თანამონაწილეა, თავისუფლად გამოთქვამს მოსაზრებებს და სვამს კითხვებს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- მოსწავლე უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესებს; პატივისცემას უნდა ავლენდეს თანაკლასელებისა და პედაგოგების მიმართ.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ადამიანისა და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება