| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
ამ მხრივ გამონაკლისი არც 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ყოფილა. სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო, გასართობი და სპორტული ღონისძიებებით.
ამჯერად გაგაცნობთ, ნოემბერ-დეკემბერში მოსწავლეების მიერ განხორციელებულ საინტერესო აქტივობებსა და წარმატებებს.
აუცილებლად, აღსანიშნავია, გალაქტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასის საათი, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართულ ენაზე კედლის გაზეთი - „გალაკტიონ ტაბიძე“ გამოუშვეს.
შთამბეჭდავი იყო აქტივობა - „ჩვენ ვსწავლობთ და ვიყენებთ ქიმიას“, რომლის მონაწილე მოსწავლეებმა ქიმიის ფორმულებით კედლი მოხატეს.
მოსწავლეები ასევე ფრენბურთში სკოლებს შორის ჩატარებულ სპორტულ თამაშები მონაწილეობდნენ.
სემესტრი კი საახალწლო ღონისძიებით - „ახალი 2023 წელი“ დაგვირგვინდა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ახალ წელს ახალი გეგმებითა და მიზნებით შეხვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...